„როდესაც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები განიხილებოდა, განიხილებოდა ეკონომიკური დახმარების ინიციატივები. მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, იყო პრინციპული მხარდამჭერი და დამცველი ეკონომიკური ფუნქციების და იმ ინტერესების რაც ასევე, ჯანდაცვასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები საერთო კოორდინაციით მიიღებოდა თუმცა, თუ დღეს ეკონომიკა სწრაფი აღდგენის ფაზაშია და გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - ეს გახლავთ სწორედ იმის დამსახურება, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის და ეკონომიკური სექტორის ინტერესების გათვალისწინებით, ჩართული იყო პროცესში და აკეთებდა თავის საქმეს, რაც მას ევალება კონსტიტუციით და კანონმდებლობით.
„როდესაც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები განიხილებოდა, განიხილებოდა ეკონომიკური დახმარების ინიციატივები. მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, იყო პრინციპული მხარდამჭერი და დამცველი ეკონომიკური ფუნქციების და იმ ინტერესების რაც ასევე, ჯანდაცვასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთელი რიგი მიმართულებებით სახელმწიფოს ინტერვეციები ეკონომიკის სფეროში იქნებოდა ეს, სწრაფი აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები თუ კონკრეტული მიზნობრივი დახმარებებისთვის, მათ შორის, გლობალური ეკონომიკასთან ურთიერთობები - ტურიზმის, საავიაციო მიმოსვლის, ლოჯისტიკის და ინვესტიციების თვალსაზრისით, ეკონომიკის სამინისტროს ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა პრინციპული და ძალიან პროგრესული დამოკიდებულება საკითხებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.