„მიშკა იაპონჩიკმა“ შექმნა რეკეტი და „მიშკა ქართველმა“ ეს რეკეტი აიყვანა სხვა სახელმწიფო რელსებზე, სადაც იგი ოფიციალურად აგზავნიდა წერილს, თავისი ბეჭდით, არ რცხვენოდა და მსხვილ ოდესელ მეწარმეებს თანხას სთხოვდა, როგორც რეკეტიორი“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ 21-ე საუკუნეში, სახელმწიფო ჩინოვნიკი, გუბერნატორი თავს უფლებას აძლევდა ასეთი რაღაცები ეკეთებინა. მეწარმეები, მთელი ოდესა შოკში იყო. მისმა ასეთმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ ის გადადგა, იმ დროს მისი რეიტინგი 3%-მდე დაეცა“, - აცხადებს დიმიტრი გოლუბოვი.