logo_geo
eng_logo
დიმიტრი გოლუბოვი: სააკაშვილი თავხედურად აგზავნიდა წერილებს მეწარმეებთან თავისი ორგანიზაციის სახელით და ითხოვდა 5 მილიონ გრივნას
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:12

 

„სააკაშვილი თავხედურად აგზავნიდა წერილებს მეწარმეებთან, თავისი ორგანიზაციის სახელით და ითხოვდნენ 5 მილიონ გრივნას, ამ თანხების გადარიცხვას მის მიერ შექმნილ ფონდში“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისინი ანგრევდნენ მეწარმეებს, ამოწმებდნენ და ვინც უარს ამბობდა, მათ ბნელ ოთხს უწყობდნენ.

 

„სააკაშვილი მიწას გამოყოფდა სხვადასხვა მეწარმისთვის და ამაში იღებდა დივიდენდებს, თავისი მეგობრებისა და თავისი გუნდისთვის. ასეთი ისტორია მრავლადაა. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ სააკაშვილი თავხედურად აგზავნიდა წერილებს მეწარმეებთან, თავისი ორგანიზაციის სახელით და ითხოვდნენ 5 მილიონ გრივნას, ამ თანხების გადარიცხვას მის მიერ შექმნილ ფონდში. მეწარმეებს სხვა გზა არ რჩებოდათ, გარდა იმისა, რომ დაერიცხათ მოთხოვნილი თანხები, რადგან მთავარი პოლიციელი ჰყავდა, ასევე, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეც მისი კაცი იყო და ყველა მის ბრძანებას ასრულებდა. ისინი ანგრევდნენ მეწარმეებს, ამოწმებდნენ და ვინც უარს ამბობდა, მათ ბნელ ოთხს უწყობდნენ“, - განაცხადა დიმიტრი გოლუბოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner