„მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პრემიერობას არავინ სთავაზობდა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ოდესაში, მისი გუბერნატორად მუშაობის შემდეგ ნამდვილად ჩანდა, რომ ამ ადამიანს არაფრის უნარი არ ჰქონდა. მას არ შეეძლო მდგომარეობა მოეგვარებინა ოდესის რეგიონში. 2019 წელს მისი პარტიის რეიტინგი იყო 0,4%. ეს გახლავთ შედეგი მისი რეფორმებისა და მოღვაწეობის შედეგი“, - აცხადებს დიმიტრი გოლუბოვი.