logo_geo
eng_logo
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
- +

17 დეკემბერი. 2021. 10:28

 

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადაეცათ.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა თავადვე შეარჩიეს.

 

„სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის ხელმეორედ დატოვება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკვე 400-მდე მიგრანტი დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner