logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე „ომიკრონზე“: ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, ვაქცინებმა იმოქმედოს, ბუსტერ-დოზის გამოყენებაა
- +

17 დეკემბერი. 2021. 10:55

 

 

„ამ მუტაციის შემდეგ ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, ვაქცინებმა იმოქმედოს, ბუსტერ-დოზის გამოყენებაა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამდენად აქცენტი ბუსტერ-დოზაზე უნდა გაკეთდეს.

 

„ომიკრონი“ საქართველოში სავარაუდოდ, უკვე დეკემბერში შემოვა. არსებული მონაცემები მიუთითებენ, რომ ინფიცირების თავის დაცვის თვალსაზრისით არცერთი ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, მაღალი ეფექტურობით არ ხასიათდება. ეფექტურობის შემცირება ეხება სწორედ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტს - იცავს თუ არა ვაქცინა ინფიცირებისგან? ორჯერადი დოზის გაკეთების შემდეგ ინფიცირებისგან დაცვა არცერთ ვაქცინას არ შეუძლია. ამ მუტაციის შემდეგ ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, ვაქცინებმა იმოქმედოს, არის ბუსტერ-დოზის გამოყენება. ამიტომ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, აქცენტი ბუსტერ-დოზაზე უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner