logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები მოწესრიგდა
- +

17 დეკემბერი. 2021. 12:06

 

 

„მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, თუ 2019 წლის ბოლოს კლინიკებისადმი დავალიანება 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წლის ბოლოს აღნიშნული დავალიანება მინიმუმამდეა შემცირებული და 180 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მისივე განცხადებით სწორი მენეჯმენტის შედეგია.

 

„ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არსებული რესურსების მიზნობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებით და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით მიიღწევა. უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისთვის გაიზარდოს დაფინანსება, გაგრძელდეს სატარიფო პოლიტიკის განხორციელება და გატარდეს რიგი რეფორმები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner