„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით დაფინანსების ახალი მექანიზმი შეიქმნა, გაიზარდა მედიკამენტების ნუსხა და ხელმისაწვდომობა.
„დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ 7 მილიონი იხარჯებოდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.