logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარე წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია
- +

17 დეკემბერი. 2021. 12:23

 

 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით დაფინანსების ახალი მექანიზმი შეიქმნა, გაიზარდა მედიკამენტების ნუსხა და ხელმისაწვდომობა.

 

„დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ 7 მილიონი იხარჯებოდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner