logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის ყველა საკითხი მედიაში იმდენად ჭარბად არის წარმოდგენილი, რომ რთულია, კიდევ გვქონდეს ღია კითხვები მინისტრთან
- +

17 დეკემბერი. 2021. 12:34

 

 

„იმდენად ჭარბად არის სააკაშვილის ყველა საკითხი მედიაში წარმოდგენილი, რომ რთულია, ღია კითხვები მინისტრთან კიდევ გვქონდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, ჯერ მისი მოხსენება მოვისმინოთ. რაიმე მზა კითხვებით, რა თქმა უნდა, არ მივდივართ. არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, ჩვენი ევროინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, ის, თუ სამართლებრივი ჰარმონიზაციის მხრივ რამდენად ვართ წინ წაწეული. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სხვადასხვა სერვისები და მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ამ მხრივ რა სიახლეები შეიძლება შესთავაზონ.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ვფიქრობ, რომ იმდენად ჭარბად არის მისი ყველა საკითხი მედიაში წარმოდგენილი, რომ რთულია, კიდევ გვქონდეს ღია კითხვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner