logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა - აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება
- +

17 დეკემბერი. 2021. 16:03

 

 

„რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას.

 

„პირველი მოსმენის შემდეგ გარკვეული ტელევიზიებიდან გამოითქვა მე მგონი სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალსაზრისით. იმიტომ რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიები, შესაბამისი სტრუქტურები ამ მოდელზე, ამ ახალ რეალობაზე და აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ. რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება", - განაცხადა ზარქუამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner