logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწების რეგისტრაციის საკითხი ბევრად უფრო ეფექტიანად იქნება მოწესრიგებული
- +

17 დეკემბერი. 2021. 22:36

 

 

საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწების რეგისტრაციის პროცესზე ისაუბრა.

 

მინისტრის თქმით, 2022 წლიდან საქართველოს მასშტაბით მიწების რეგისტრაციის პროცესი სისტემური წესით განხორციელდება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსაც მოიცავს.

 

„განცხადებები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან შემოდის სპორადული წესით, რის გამოც 116 სოფლიდან მიწები რეგისტრირებულია მხოლოდ 38-ში. როგორც მოგახსენეთ, 2022 წლიდან ჩვენ მთელ საქართველოში შევდივართ სისტემური წესით, შესაბამისად, ყველა ეს საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიწების რეგისტრაციას სისტემური წესით ბევრად უფრო ეფექტიანად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner