ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა.
ცეცხლი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და ხანძარი უკვე ლოკალიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.