logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დახურული არ არის, გართულება არაფერზე გვაქვს, ერთადერთი წინაპირობაა დავინახოთ, რომ პარტიებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სურთ
- +

19 დეკემბერი. 2021. 22:28

 

 

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ერთადერთი წინაპირობა, რაც მმართველ გუნდს აქვს არის ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი აჩვენონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„გვქონდა განხილვა - შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არცერთი საკითხი დახურული არ არის. ჩვენ მსჯელობას ვაგრძელებთ. ანუ არ გვაქვს ჩვენ გართულება არაფერზე. ერთადერთი ლოგიკური წინაპირობა რაც გვაქვს არის ის, რომ დავინახოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს სურთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუნდაც ბოიკოტი მოხსნან პირობითად“, - განაცხადა მან.

 

კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ოპოზიციური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.

 

„დრო გვაქვს ბევრი, 2024 წლამდე სამი წელია. ჩვენ ყველას მიმართ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განისაზღვრება მათი ქცევით. სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, რომელიც მათი მხრიდან ვლინდება საპარლამენტო მუშაობაში, აქედან გამომდინარე ესეც იქნება ცალკე ჩვენი მხრიდან მხედველობაში მიღებული, როცა საბოლოო გადაწვეტილებას მივიღებთ. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, თავისი ვადებით ბოლომდე მივყვებოდით ამ შეთანხმებას. შემდეგ მოხდა ანულირება მას შემდეგ, რაც 100 დღის თავზეც კი „ნაცმოძრაობამ“ და 3-მა სხვა ბარიერგადალახულმა პარტიამ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. წარმოიდგინეთ, სრული აბსურდი იყო: როცა პოლარიზაციაზეა საუბარი, ვიცით, რომ არის ორპოლუსიანი მოცემულობა; აქეთ არის „ქართული ოცნება“, იქით - „ნაცმოძრაობა“; არის რაღაც პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიზანია თითქოს, დეპოლარიზაცია; ამ შეთანხმებას ერთი მხარე აწერს ხელს და არ აწერს - მეორე. მოხდა ანულირება. ეგრე სად არის. 100 დღე ხელს არ აწერდნენ, მოწოდებაც კი არ ყოფილა, მკაცრი მოწოდება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ, რომ მათ მოეწერათ ხელი ამასთან დაკავშირებით. შეცდომაზე კი არ არის საუბარი, მათ (ოპოზიციამ) შეგნებულად გადადგეს ეს პოლიტიკური ნაბიჯი და მიიღეს პასუხი, ლოგიკური პასუხი, ადეკვატური პასუხი, ღირსეული პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner