logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: აბსოლუტურად ნათელია, კატეგორიული მოთხოვნაა რუსეთის, რომ უკრაინა და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იყოს მიღებული ნატოს ოფიციალურ სტრუქტურებში
- +

19 დეკემბერი. 2021. 23:48

 

 

„ვფიქრობ, დღეს აბსოლუტურად ნათელია, კატეგორიული მოთხოვნაა რუსეთის, რომ უკრაინა და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იყოს მიღებული ნატოს ოფიციალურ სტრუქტურებში", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან ისაუბრა, თუ რის გამო ჩამოვიდა საქართველოში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია.

 

„ამხანაგი ალასანიაა გამოგზავნილი აქ. ვისი გამოგზავნილია და რისთვის, ეს ძალიან ძალიან მარტივად იკითხება. ვფიქრობ, დღეს აბსოლუტურად ნათელია, კატეგორიული მოთხოვნაა რუსეთის, რომ უკრაინასა და საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იყოს მიღებული ნატოს ოფიციალურ სტრუქტურებში. ეს არ არის მარტო მოთხოვნა, ეს არის პირდაპირი მუქარა. ჩვენ წავიკითხეთ გუშინ 8 პუნქტიანი ულტიმატუმი, რაც გამოაქვეყნეს. თან მიაყოლეს, ეს მენიუ არ არის, ეს არის აუცილებელი შესასრულებლად, თუ არ გინდათ, რომ საქმე კონფლიქტამდე მივიდესო. მანამდე ეს კონფლიქტი საქართველოში გააჩაღეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, მას ახსოვს, თუ როგორ მონაწილეობდა უშიშროების საბჭოს სხდომებში მიხელ სააკაშვილის ბიძა, რომელსაც არავითარი სტატუსი არ ჰქონდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner