„უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ისინი იძულებული არიან ეს დავალება შეასრულონ“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ისაუბრა იმ შესაძლო მიზეზზე, რამაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია აუძულა, საქართველოში ჩამოსულიყვნენ.
ხაინდრავას თქმით, თემურ ალასანიას მის დის შვილთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც გამოძიებული არ არის.
„რამ აიძულა თემურ ალასანია, რომ საქართველოში ჩამოსულიყო? რა უნდა გააკეთოს აქ ისეთი, რომ მაინც და მაინც მისი ჩამოსვლა იყო საჭირო? არის რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ რასაც ისინი უარს ვერ ეუბნებიან. უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ეს არის დავალება და იძულებული არიან ეს დავალება შეასრულონ. სხვა შემთხვევაში, მე კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს. რის მაცივარში ჩამჯდომია?!“ - განაცხადა ხაინდრავამ.