„ყოფილი ჩეკისტები არ არსებობენ. არ არსებობენ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი იმდენად არიან გადაბმული იმ ორგანიზაციასთან და იმდენი კომპრომატები არსებობს მათზე, რომ სეუძლებელია მათი გადაკეთება. თემურ ალასანია ისეთივე პროამერიკელია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არის პროამერიკელი“, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედიlive“-ში ისაუბრა.
„ხე ნაყოფით შეიცნობა. თუ დავუკვირდებით, რა ხდება მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში და რას სჩადის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი სააკაშვილი, მათი ნამოქმედარი მხოლოდ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება. არანაირი სხვა დანიშნულება, არანაირი სხვა ახსნა იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ ვხედავთ არ აქვთ. ისინი არ ცნობენ კანონს, ხალხის ნებას, კონსტიტუცია. ერთადერთი რასაც ისინი ცნობენ არის დესტრუქცია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.