„რუსეთი მოწამვლებისა და პოლიტიკური მკვლელობების ლაბორატორიაა. ზურაბ ჟვანიას საქმე რუსეთის ლაბორატორიებიდან განხორციელებულ ქმედებებს ჰგავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.
„ჟვანიას საქმეზე გაყალბებები შემთხვევითი არ იყო, პოლიტიკური ინტერესი იყო. ორგანიზმის ნამდვილად CO-ოთი მოიწამლა. ითქვა, რომ გამათბობელმა არ იმუშავა და გამოიყო CO, რომელიც არის არასრული წვის პროდუქტი. როდესაც ჰაერში წარმოიქმნება ჟანგბადის დეფიციტი იწყება არასრული წვა. ასეთი წვის ერთ-ერთი პროდუქტი არის ნახშირბადი, ანუ ჭვარტლი. თუ გამოიყოფა CO აუცილებლად გამოიყოფა ჭვარტლიც. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა ამ გამათბობლის კვლევა და პირდაპირ ჩაწერა, რომ გამათბობლის კედლებზე ჭვარტლი არ აღმოჩნდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა“, - განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.