logo_geo
eng_logo
ვახტანგ კომახიძე: ჟვანია იყო, ალბათ, ერთადერთი ადამიანი იმ ხელისუფლებაში, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო სააკაშვილის პოლიტიკური თავნებობებისთვის
- +

20 დეკემბერი. 2021. 01:04

 

 

„რუსეთი მოწამვლებისა და პოლიტიკური მკვლელობების ლაბორატორიაა, ასეთი რამ გამოიყენება, როგორც მათი პოლიტიკურად დათრგუნვის უხეში ძალა", - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან საუბრისას მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას ურთიერთობაზე ისაუბრა.

 

„როდესაც ჟვანია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თემურ ალასანიამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა. ჟვანია იყო, ალბათ, ერთადერთი ადამიანი იმ ხელისუფლებაში, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო სააკაშვილის პოლიტიკური თავნებობებისთვის. სააკაშვილის წარმოდგენით, მას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რეალურად ეს მხარდაჭერა ზურაბ ჟვანიას ჰქონდა. ზურაბ ჟვანიასთან პოლიტიკური დაპირისპირება სააკაშვილისთვის ცალსახად მომგებიანი ვერ იქნებოდა.

 

მეორე მხრივ, ჟვანიას შეეძლო პირდაპირ შეწინააღმდეგებოდა გარკვეულ საკითხებში. მაგალითად, შეგვიძლია, გავიხსენოთ 2004 წელს ცხინვალში სამხედრო მოქმედებები, რომელიც უშუალოდ ჟვანიამ გააჩერა. საერთოდ, სიბრიყვე იყო ცხინვალში ომი. ეს ძალიან ჰგავს სპეცოპერაციას. საქართველოს ამ ომის მოგების არანაირი რესურსი არ ჰქონდა და რუსეთმა მიიღო შესაძლებლობა იმისი, რომ საქართველოსთან ომი ეწარმოებინა“, - განაცხადა კომახიძემ.

 

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმეში არის მაღალი თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ შეხვედრაზე თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ „ძალიან მალე ჟვანია აღარ იქნებოდა“.  ძალიან მოკლე დროში კი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner