„ჟვანიას მკვლელობა სპეციალისტების მიერ იყო ორგანიზებული“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.
„როდესაც ადამიანი რესპირაციულად იწამლება CO-თი, გარკვეული კონცენტრაცია ადამიანის სიცოცხლეს სპობს და შემდეგ კონცენტრაციის ზრდა ჩერდება. როგორც წესი CO-თი გარდაცვლილი ადამიანები 35-40%-ზე ზევით არ ადიან. ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ორგანიზმში კონცენტრაცა იყო 70-72 პროცენტი. ეს ფაქტიც იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რომ სუნთქვით არ იყო და სხვა გზით მოხვდა. რუსეთის შეიარაღებაში ჰქონდათ ნივთიერება, რომელიც ზუსტად იდენტურ შედეგს იძლევა, როგორც co-თი მოწამვლა. ეს მკვლელობა ორგანიზებული იყო სპეციალისტების მიერ“, - განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.