„დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა შერიგების შეთავაზება“, - ამის შესახებ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ შერიგების თემაზე საუბრისას განაცხადა.
„დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა შერიგების შეთავაზება. ვფიქრობ, ერთადერთი მიზანი იყო პატიმარი სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობა. როგორც ჩანს, რევოლუციის, დესტაბილიზაციის იმედი დაკარგეს - ამ გზით რაღაც შედეგის მიღწევის“, - განაცხადა შენგელაიამ.
მისი თქმით, საკითხავია, რატომ მივიდა ქვეყანა ასეთ პოლარიზაციამდე.
„მოდით, განვიხილოთ საგანი, შინაარსი, რა არის ამ ყველაფრის. ამ მდგომარეობამდე რატომ მივედით? დიდი პოლარიზაციის საკითხია ქვეყანაში და სწორედ ამიტომ! ერთადერთი მარტივი მიზეზია - ამ ყველაფერს ყველა ქვეყანაში კულტურულად, არჩევნები ალაგებს“, - განაცხადა შენგელაიამ.