საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი კოვიდ-შეზღუდვების გასაპროტესტებლად, ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა. საპროტესტო მარში თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა.
აქციების დროს, მოქალაქეებმა თავისუფლების შეზღუდვა შემოღებული „მწვანე პასპორტების“ ფონზე გააპროტესტეს და ახალი შეზღუდვებს „დიქტატორული“ უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ყველა სახის დაწესებულებაში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. მწვანე პასპორტის წარდგენა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხშაბათიდან ასევე სავალდებულო ხდება 5-დან 11 წლამდე ბავშვების იმუნიზაცია.