logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან კარგი საკადრო გადაწყვეტილებები იყო
- +

2 აგვისტო. 2016. 11:23



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა

 

„გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან კარგი საკადრო გადაწყვეტილებები იყო.   ქეთევან ციხელაშვილი დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობს და აქვს უდიდესი გამოცდილება. რაც შეეხება ლევან იზორიას, ეს არის ადამიანი ძალიან დიდი პოლიტიკური და  აკადემიური გამოცდილებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება რომელიც მან მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს.  მისი მთავარი საქმიანობა მაინც არის ის  რომ ლევან იზორია კონსტიტუციონალისტია, ადამიანის უფლებების დამცველია და სამოქალაქო პირია სრულიად.  რაც შეეხება იმ საკითხის, არის თუ არა სწორი რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანი გადავიდეს თავდაცვაში, პირველ რიგში ეს ორივე უწყება ერთსა და იმავე ამოცანას ემსახურება, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან, ასე რომ მის მიერ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, ლეო პანეტა რომელიც 2009-2011 წლებში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა და 3 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავდაცვის მდივანი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა პოლონეთის დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე  და ამ წუთებში 4 ასეთი თავდაცვის მინისტრია ევროპის სახელმწიფოებში. ეს  არის ძალიან მიღებული პრაქტიკა.  მით უმეტეს ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როცა ქალბატონმა თინამ გააკეთა შედარება ალასანიასა და იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია კარგად გვახსოვს იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე  თავის დროზე, საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა თუ არ ვცდები პოლკოვნიკი თუ გენერალია  და საკადრო ოფიცერი იყო განსხვავებით იზორიასგან, რომელიც არცთუ დიდი ხნის მისულია ამ უწყებაში, თუმცა ეს მე ორივე შემთხვევაში მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner