„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.