logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგას დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა
- +

20 დეკემბერი. 2021. 20:11

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner