logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის ქცევა ჰგავს იმას, რომ ყოველდღიურად ამბობდე, ხეს დაუსხი წყალიო, მაგრამ ყოველდღიურად სარწყავს მიზანმიმართულად აზიანებდე.
- +

20 დეკემბერი. 2021. 20:12

 

„ერთი მხრივ, მოწოდება ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე და მეორე მხრივ ამ მთავარი მიზნის ძირის გამოთხრა, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სწორი ქცევა. ოპოზიციის ქცევა ჰგავს იმას, რომ ყოველდღიურად ამბობდე, ხეს დაუსხი წყალიო, მაგრამ ყოველდღიურად სარწყავს მიზანმიმართულად აზიანებდე. დიახ, ხელოვნური კრიზისები ქვეყანას არ ამშვენებს და რა თქმა უნდა, კრიზისები არის პრობლემა, თუმცა ეს არის ხელოვნური“, - ასე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილის კითხვას თამარ ტალიაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

 

„ევროინტეგრაციის გაძლიერება არის ქართველი ხალხის არჩევანი და რამდენიმე წლის წინ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ კონსტიტუციაში იმპერიულად ჩაწერა, რომ იღებს ვალდებულებას და აძლიერებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner