საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახს მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი „ერისიონის" მთავარი დირიჟორი.