logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლებიც „ომიკრონის“ სამკურნალოდ ეფექტიანია
- +

20 დეკემბერი. 2021. 20:34

 

„მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

 

„შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი „რემდესივირი“, მონოკლონური ანტისხეულების ორი სახეობა, „ბარიციტინიბი“ და „ტოცილიზუმაბი“. ყველა ეს მედიკამენტი ეფექტიანია „ომიკრონის“ შტამზეც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner