„მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.
„შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი „რემდესივირი“, მონოკლონური ანტისხეულების ორი სახეობა, „ბარიციტინიბი“ და „ტოცილიზუმაბი“. ყველა ეს მედიკამენტი ეფექტიანია „ომიკრონის“ შტამზეც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.