logo_geo
eng_logo
ისნისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

20 დეკემბერი. 2021. 23:47

 

„სხვადასხვა სამუშაოს გამო, ისნისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება“, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner