logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ელჩს შეხვდა
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:43

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდა.

 

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს და უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. იგორ დოლგოვმა კომიტეტის თავმჯდომარეს უკრაინის ხედვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლიდან კვლავ ინტენსიურად იმუშავებენ ვიზიტების გაცვლის კუთხით, მათ შორის, კომიტეტების და მეგობრობის ჯგუფის დონეზე. შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გაიმართოს ერთობლივი შეხვედრები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა საქართველოს და უკრაინის საკითხები ერთად იყოს განხილული.

 

ხაზი გაესვა მომდევნო წლის დასაწყისში საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეკრების მნიშვნელობასაც.

 

„ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ძალიან კრიტიკული ვითარება არის შექმნილი და თუ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი ეს ძალიან ტრაგიკულად აისახება საქართველოს მომავალზეც. ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და ერთად დავუდგეთ წინ ამ გამოწვევას. საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და შეხსენება იმისა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები შეიძლება საბოლო ჯამში, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და რომ ეს არის ნამდვილად კრიტიკული მომენტი ჩვენი ქვეყნების ისტორიაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner