გერმანიის ფედერალური მთავრობა და რეგიონების ლიდერები მომდევნო კვირიდან შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები ვაქცინირებულ და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებსაც შეეხება.
ახალი წესების მიხედვით, მხოლოდ 10 ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ექნება უფლება, კერძო შეკრებებს დაესწროს.
ახალი შეზღუდვები, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში ჩატარებულ ღონისძიებებზე გავრცელდება. რაც შეეხება რესტორნებს, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კვლავ საჭირო რჩება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფედერალურმა მთავრობამ და რეგიონების ლიდერებმა საშობაო არდადეგების შემდეგ მკაცრი შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტეს.