გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.
„საქმე გამოაჩენს რა იყო შეცდომა და რა არა. ვფიქრობ, ლევანს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავის ღირსეულად გაართვას. ვფიქრობ, როგორც ქეთევან ციხელაშვილი, ასევე ლევან იზორია გუნდის ღირსეული წევრები გახდებიან",- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ახალ მინისტრად ლევან იზორია, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი, ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნა.