logo_geo
eng_logo
ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან კიდევ ერთი წლით გათავისუფლდნენ
- +

22 დეკემბერი. 2021. 19:11

 

„პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ცვლილება ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას ასევე ერთი წლით.

 

„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის განხორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის 1 იანვრამდე. ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება და ერთწლიანი შეღავათი გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონით“, - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ კანონის თანახმად, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისაგან.

 

ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე.

 

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner