logo_geo
eng_logo
ჰანს კლუგე: 022 წლის დასაწყისისთვის „ომიკრონი“ შტამი ევროპაში დომინანტური გახდება
- +

22 დეკემბერი. 2021. 21:29

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის „ომიკრონი“ შტამი ევროპაში დომინანტური გახდება, ხოლო მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმძიმის დადგენას 3-4 კვირა დასჭირდება.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ევროპა კვლავ გახდა გლობალური პანდემიის ეპიცენტრი. წინა წელთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი 40%-ით გაიზარდა. ძალიან შეშფოთებული ვარ, მაგრამ პანიკის მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

21 დეკემბერს, ჰანს კლუგემ ევროპის სახელმწიფოები გააფრთხილა, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის მოემზადონ და გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოყენება ურჩია.

 

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ. კვირების განმავლობაში, „ომიკრონი“ ევროპის რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში დომინანტური გახდება, რაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო დააწვება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონისგან“ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა.

 

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner