„ცესკო-მ პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა დოკუმენტაცია, რათა 8 ოქტომბერს დაინიშნოს რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა", - ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ყველა პროცედურა გავლილია. ტიტანური შრომის და უსახსრობის პირობებში 225000 ხელმოწერა დამტკიცებულია. ცესკო-მ პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა დოკუმენტაცია, რათა 8 ოქტომბერს დაინიშნოს რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი აქტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მთელმა ერმა უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს ქართველი ერის მოთხოვნის გათვალისწინება. ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.