„გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 164 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 9 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია“, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 164 ინფიცირებულიდან 73 ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნდა. 140 კოვიდინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება, დანარჩენ 24-თან კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 25 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 4 636 ადამიანი ემსხვერპლა.