პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წელს ულოცავს.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ჩვენს ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნე - თავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი მისი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პატრიარქის დაუღალავი მოღვაწეობა ყოველთვის გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა ერთობა, სტაბილურობა, მომავლის იმედი და რწმენა.
პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.
ვუსურვებ ჩვენს სულიერ მამას ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.