„პირობას გაძლევთ, რომ იანვრიდან, მედია-სტანდარტების შესახებ ძალიან აქტიურად დაიწყება მუშაობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „უცნობის კიდობანში” სტუმრობისას.
„ამაზე მუშაობა არის დასაწყები და აუცილებლად დავიწყებთ, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ფარგლებში და ეს ბოლომდე უნდა იყოს დაცული, არის უამრავი ქვეყნის, მაგალითად გერმანიის და ბრიტანეთის მაგალითი, სადაც სრულად არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე, ნორმებისა და კანონების დონეზე მოქმედებე ჟურნალისტური ეთიკის სტარდარტები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.