საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ თანამდებობის პირებმა საკუთარი სურვილით დატოვონ რაღაც პოზიცია ან გადავიდნენ სხვა თანამდებობაზე.
„მოკლე პერიოდის მიუხედავად, კახა კუჭავა იყო ძალიან წარმატებული თავმჯდომარე როგორც საკანონმდებლო პროცესის მიმართულებით, ასევე საგაერო კურსის მიმართულებით. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, მას საკმაო გამოცდილება აქვს არასამთავრობოებთან მუშაობის, უცხოელებთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.