„სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, ღამის კლუბები არ უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? - არა!
ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, კლუბს 17 დეკემბერს გამართული ღონისძიების გამო დაჯარიმდა, რასაც კლუბის წევრების პროტესტი მოჰყვა.