logo_geo
eng_logo
ანა ხარებავა: ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გახარიას პარტია
- +

25 დეკემბერი. 2021. 15:54

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული სიის მესამე ნომერი იყო, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბრობს პარტიის დატოვებაზე. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ პარტიას მკვეთრად აქვს შეცვლილი პოლიტიკური კურსი.

 

როგორც ხარებავა წერს, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ პარტია ვერ ახერხებს აქტივზე ხელფასების გაცემას.

 

„მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის" აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია ,,საქართველოსთვის" მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსები. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის“ და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას“, - აცხადებს ანა ხარებავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner