გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას ნიშნავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მოშიმშილე ადამიანების მსურველთა რიცხვი ოდნავ მაინც მიუახლოვდეს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც დაზარალდა ზოგი სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით და ა.შ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.