პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუსტერ დოზით აიცრა. როგორც 2 დღის გახდა ცნობილი, ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.