logo_geo
eng_logo
დეკანოზი რევაზ სიხარულიძე: როდესაც პატრიარქი ეკლესიას ჩაუდგა სათავეში, საქართველოში ათეიზმი მეფობდა
- +

27 დეკემბერი. 2021. 00:04

 

„მოგეხსენებათ, სიტუაცია ისეთი იყო, რომ ათეიზმი მეფობდა. უბრალოდ, დღესასწაულებზე ტაძარში ახალგაზრდა რომ დაენახათ, მივიდოდნენ და ჰკითხავდნენ: აქ რა გინდა? კომკავშირელი ხარ? რატომ მოხვედი აქ? ვისაც ეშინოდა, ის ტაძრიდან უცბად გარბოდა“, - ამის შესახებ დეკანოზი რევაზ სიხარულიძემ „იმედის LIVE“, - საუბრისას განაცხადა.

 

მან ისაუბრა, თუ როგორი სიტუაცია იყო საქართველოში, როდესაც ილია მეორე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა.

 

„ბუნებრივია, მთავრობა ძალიან უშლიდა ხელს. ასე აშკარად არ ეუბნებოდა, რომ ეს არ გააკეთო, მაგრამ რბილად. იქნებ, ეს არ გააკეთოთ. ვთქვათ, იქნებ, ყოველ შაბათ კვირას თქვენ არ წიროთ. მღვდელმთავრებმა, სხვებმა წირონ და დღესასწაულებზე თქვენი წირვა იქნებოდა. აცნობიერებდნენ, რომ ახალი ეპოქა დგებოდა. აცნობიერებდნენ, რომ მრევლი ყოველდღიურად მატულობდა და მატულობდა. ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ. ეს აშინებდა მთავრობას და მაქსიმალურად ცდილობდა, ეს როგორღაც დაებლოკა, მაგრამ მისი უწმინდესობა ნამდვილად შეუპოვარი იყო. თბილად, რბილად, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებდა. ორშაბათობით ბავშვების დალოცვა იყო. მშობლებს საღამოს ტაძარში ბავშვები მიჰყავდათ და პარაკლისს ჩაატარებდნენ. სამშაბათობით ქადაგების დღე იყო. ანუ, უწმინდესობას ხშირად ჰქონდა ურთიერთობა საზოგადოების ყველა ფენასთან: ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, ინტელიგენციის, კულტურის წარმომადგენლებთან. მისმა უწმინდესობამ ხუთშაბათობით ინტელიგენციასთან შეხვედრის საღამოები დააწესა. მე ვესწრებოდი ამ საღამოებს და საოცრებები ხდებოდა“, - განაცხადა მამა რევაზმა.

 

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner