logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: შალვა პაპუაშვილმა ლიდერის ადგილის დამკვიდრება გუნდში მცირე დროში შეძლო
- +

27 დეკემბერი. 2021. 00:29

 

შალვა პაპუაშვილმა ლიდერის ადგილის დამკვიდრება გუნდში მცირე დროში შეძლო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„შალვა პაპუაშვილი ბუნებრივია შემთხვევით არ მოხვდა პარლამენტში. მოხვდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია. ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიცვა სადოქტორო გერმანიაში. 17 წელი მუშაობდა „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ როგორც ექსპერტი, შემდეგ როგორც სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, თუმცა მე პირადად მასთან პირადი ახლო ნაცნობობა მაქვს მას შემდეგ, რაც 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩავებით და უაღრესად დიდი შდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც უაღრესად აქტიურმა, პრინციპულმა და მცოდნე ადამიანმა, რომელსაც შეუძლია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, რასაც ხშირად სიხისტეს უწოდებენ ხოლმე. ამ სიხისტის მიღმა მას აქვს უაღრესად მოქნილი პოლიტიკური უნარები, რის გამოც შეძლო მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეულ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო რეფორმაზე. თანაც ამ პროცესებში ჩართული იყო არადესტრუქციული ოპოზიციაც“, - აღნიშნა სუბარმა.

 

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner