სოზარ სუბარი კახა კუჭავას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„კახა კუჭავას [გადადგომა] ჩემთვის მოულოდნელი იყო და გულწრფელად გეტყვით, არ გამიხარდა, რბილად რომ ვთქვა. თუმცა თვითონ ჰქონდა დასაბუთება და ამ დასაბუთებას მე ვერ ვიტყვი მის ნაცვლად. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელზეც მრავალი წელია მუშაობს, მართლა ფინალამდეა მისული და ორ თვეში გაიგებს მთელი საქართველო, რომ მან ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა მისი იქ ყოფნა“, - აღნიშნა სუბარმა.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.