„განვლილმა ორმა წელმა აჩვენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაეფექტურობა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპონენტების შეფასებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ლონდა თოლორაიას დასჯაა ხელისუფლების მხრიდან.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არ მოვერიდები ამ სიტყვას, თავიდანვე მახინჯი სისტემა იყო. რამდნეიმე ადამიანი ვეწინააღმდეგებოდით კატეგორიულად და ვეწინააღმდეგებოდით არა მხოლოდ ამ შეერთებას, არამედ იმასაც, რასაც ითხოვდნენ. ზოგადად ასეთი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, როდესაც ქვეყანაში გაქვს კონსტიტუციურად ყველზე მეტად დამოუკიდებელი პროკურატურა. განვლილმა ორმა წელმა აჩვენა ამის არაეფექტურობაც. ვერ ნახავთ ვერცერთ ადამიანს, რომელიც წარდგენილი იქნა სასამართლოს წინაშე და ბრალი წაეყენა ამ უწყების მიერ. არადა, ემ როგორც ვიცი 200-მდე ადამიანი მუშაობს და თანხებიც იხარჯება და ამ ხნის განმავლობაში დიდი ეფექტურობა ვერ გამოავლინა“, - აღნიშნა სუბარმა.