logo_geo
eng_logo
არჩილ ტყეშელაშვილი: უცხოელმა სპეციალისტებმა შეადგინეს დასკვნა და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა კეთილსინდისიერად და ობიექტურად გამოიძიეს 9 მილიონის გაფლანგვის საქმე
- +

27 დეკემბერი. 2021. 01:07

 

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა იმ უცხოელ სპეციალისტებზე ისაუბრა, რომლებიც პროკურატურამ 9 მილიონის გაფლანგვის საქმის შესასწავლად მოიწვია. გადაცემაში „იმედი LIVE“ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ მათ შორის იყვნენ ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ კოფი.

 

„ამ ადამიანებმა შეადგინეს დასკვნა და აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ დევნა დაწყებულიყო და გაგრძელებულიყო. ამავე დასკვნაში საუბარი იყო ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მაღალ პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ მათ კეთილსინდისიერად და ობიექტურად გამოიძიეს საქმე. შესაბამისად, ეს დასკვნაც მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ასეთი მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის პირები ამბობდნენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულება იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner