logo_geo
eng_logo
არჩილ ტყეშელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თანხებს მისი ოჯახის წევრებისთვისაც ფლანგავდა
- +

27 დეკემბერი. 2021. 01:17

 

„მიხეილ სააკაშვილი თანხებს მისი ოჯახის წევრებისთვისაც ფლანგავდა“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

 

„შემიძლია, დაგისახელოთ რა ოდენობის თანხები იყო გაფლანგული. მაგალითად, სანდრა რულოვსის სამგზავრო ბილეთების მომსახურებაზე 211 589 ლარი, ედვარდ სააკაშვილის ბილეთებზე - 114 993 ლარი, ხოლო მეორე შვილზე 59 599 ლარი. ჯამში 386 181 ლარი ოჯახის ავიაბილეთების შესაძენად დაიხარჯა. მგზავრობა, ასე ვთქვათ, მხოლოდ მათი პირადი მიზნებისთვის და არანაირი სახელმწიფო დანიშნულებისთვის არ ხდებოდა. უშუალოდ, მეუღლის, სანდრა რულოვსის მომსახურების ხარჯი, სამ წელზეა საუბარი, 204 729 ლარს.

 

როგორ მოგეხსენებათ, შვილების სწავლაზეც საკმაოდ სოლიდური თანხა, 57 ათასი ლარია დახარჯული ორივე შვილზე“, - განაცხადა პროკურორმა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ თანხაში ცურვისა და ჩოგბურთის სწავლის საფასური შედიოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner